კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რამდენიმე დღის წინ მსახურებაში მონაწილეობდა - საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ადასტურებს, რომ ინფიცირებული სასულიერო პირი მსახურებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

კითხვაზე, აღნიშნული სასულიერო პირი მონაწილეობდა თუ არა კვირას, ბზობის წირვაშიც, ჯაღმაიძე ასე პასუხობს:

"რამდენიმე დღის წინ მონაწილეობდა მსახურებაში".

ბოჭორიშვილის კლინიკამ დღეს, 14 აპრილს დაადასტურა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ 21 პაციენტს შორის სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრებიც არიან. ისინი საავადმყოფოში 13 აპრილს შეიყვანეს.