20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 5 წლით აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას.
ადვოკატის თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა სასამართლომ ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში ცნო დამნაშავედ.
ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისიდან აქვს შეფარდებული. მისი დაფუძნებული პარტია „გამარჯვებული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება.