სოფელ გომში მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

30 წლის ქალს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ოჯახთან ერთად სოფელ გომში, აგარაკზე იმყოფებოდა.

როგორც ხაშურის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩიქოვანმა განაცხადა, ამ წუთებში ეპიდემიოლოგები გომში მუშაობენ. იზოლაციაში გადაჰყავთ ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი. დგინდება კონტაქტები. ამასთან, მოხდება სინჯების აღება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების მიერ.