რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეუბნება მონასტრების წინამძღოლებს, მრევლს მოუწოდონ, აღდგომის დღესასწაულზე შინ ილოცონ, ხელისუფლების დაწესებული შეზღუდვების მოხსნამდე.
"პატრიარქ კირილის სიტყვებით, მრევლმა დროებით სირთულეებს უნდა გაუძლოს, უახლოესი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის", - წერია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებსაიტზე.
ამასთან, რეკომენდაციების გამოყენება სრულად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია მღვდლების შეხედულებაზე, თითოეულ რეგიონში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.
რუსეთში ახალი კორნავირუსით ინფიცირების 13 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 100-ს.