საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხში სრული კარანტინი ამოქმედდა. გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც ამ მუნიციპალიტეტის ოთხ მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დღეიდან მუნიციპალიტეტში შესვლა და გასვლა აიკრძალება. მუნიციპალიტეტის შესასვლელებში თავდაცვის ძალებისა და პოლიციის წარმომადგენლები იდგებიან.
როგორც მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, ადამიანები მუნიციპალიტეტს მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში დატოვებენ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ისე, როგორც მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინი საგანგებო მდგომარეობის ვადით ამოქმედდა.