საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მედიასთან ამბობს, რომ ეკლესიასთან საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების დაცვის საკითხზე ეკლესიასთან მუშაობა გრძელდება:
„რამოდენიმეჯერ გავეცი ამ კითხვაზე პასუხი. აღარ გავცემ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.
ჩვენი ძირითადი ამოცანაა ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე და რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა იმოქმედებს და თითოეული მთავრობის წარმომადგენელი იმოქმედებს ამ მიზნის მისაღწევად. და რა თქმა უნდა, ყველასთან ვილაპარაკებთ ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარში.
დღეს საქართველოში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება. ამ მიზეზით საქართველოს არაერთი მოქალაქე დააჯარიმეს. ამის მიუხედავად, საეკლესიო მსახურება კვლავ იმართება და მრევლი ეკლესიებსა და ეკლესიის ეზოებში იკრიბება.