პანდემიური პრაღა: ცარიელი ქუჩების სიმფონია
Your browser doesn’t support HTML5
კორონავირუსის გავრცელებამდე პრაღის ქუჩები სავსე იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტით. ასე გამოიყურება დღეს ჩეხეთის დედაქალაქი; საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილამდეა გაგრძელებული. საზღვრები ისევ ჩაკეტილია და ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ ჩეხეთის მოქალაქეებს და საცხოვრებელი უფლების მქონე პირებს შეუძლიათ. სახლიდან გასვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება და გარეთ გასვლისას პირსახე ნიღბით უნდა იყოს დაფარული.