8 აპრილის მდგომარეობით, Covid-19 ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელს დაუდასტურდა. ეროვნული ბანკი არ აკონკრეტებს, კერძოდ რა პოზიციაზე მუშაობდნენ ინფიცირებულები.
გადადის თუ არა ფულით ვირუსი, ზუსტად არავინ იცის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ: „ხელიდან ხელში გადაცემისას ნებისმიერი ნივთი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს“.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები - დეზინფექციის მიზნით ფოთის ბაზარში ფულის კუპიურებს აუთოვებენ.
16 მარტიდან ფული „კარანტინშიც“ არის. ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებსა და მონეტებს საკასო ცენტრში მინიმუმ 14 დღე ცალკე ინახავს.
ასე ითვლიან ფულს საკასო ცენტრში (ფოტო გადაღებულია Covid-19-ის გავრცელებამდე).
ადამიანის გარდა აქ ფულს მანქანაც ითვლის და ახარისხებს.
ძველი, გახეული ან სხვა წუნის მქონე ბანკნოტები ქუცმაცდება და საბოლოოდ, სანაგვე ურნაში ხვდება.