თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე შენობა ჩამოინგრა და ნანგრევებში მუშები მოიყოლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა... სამივე მათგანი კონტაქტურია და მსუბუქად არიან დაშავებული", - აცხადებენ უწყებაში.