თბილისის ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს COVID-19 აქვს

თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს კორონავირუსი Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ინფიცირებულნი არიან მისი დედა და ბაბუაც.

ტაძრის მოძღვარმა, მამა სერაფიმემ „მაესტროს“ განუცხადა, რომ სტიქაროსნის დაინფიცირების შესახებ სრული ინფორმაცია გუშინ, 6 აპრილს მიიღო. მამა სერაფიმეს თქმით, წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახის წევრია. სასულიერო პირის ინფორმაციით, თავდაპირველად კორონავირუსი ბაბუას დაუდგინდა, რის შემდეგაც სტიქაროსანს მიეცა მითითება, რომ ტაძარში მსახურებაზე აღარ მისულიყო.