ქვემო ქართლის რეგიონი რიცხვებში

მარნეული და ბოლნისი, რაიონები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ საკარანტინო ზონად გამოაცხადა, ქვემო ქართლის რეგიონში შედის. ორივე მუნიციპალიტეტში, ყოველწლიურად, დაახლოებით 85 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მუშავდება, პროდუქცია კი მთელი ქვეყნის მასშტაბით იგზავნება. ახლა, როდესაც ეს ორი რაიონი კარანტინში მოექცა, საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს. ქმნის თუ არა ეს საგანგებო ვითარება პროდუქტის წარმოების თვალსაზრისით საფრთხეს მთელი ქვეყნის მასშტაბით?

საქსტატის მონაცემებით, ქვემო ქართლის რეგიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთელი ქვეყნის გარკვეული პროდუქციით მომარაგებაში.

ეს რეგიონი ლიდერია ხორცის, რძის, კვერცხისა და ბოსტნეულის წარმოებაში.

საქსტატი მონაცემებს მხოლოდ რეგიონულ დონეზე ამუშავებს და არ აქვს ცალკე გამოყოფილი რაიონები, თუმცა საინტერესოა გადავხედოთ მთლიანად რეგიონის, ქვემო ქართლის, წილს საქართველოში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებაში.

საქსტატის ინფორმაციით (2018 წლის მონაცემებით), ქვემო ქართლი რიცხვებში ასე გამოიყურება:

ქვემო ქართლი პირველ ადგილზეა, ჯამურად, ყველა სახის ხორცის წარმოებაში.

ასევე, პირველ ადგილზეა ფრინველის ხორცის წარმოებაში.

ქვემო ქართლი ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა რძის წარმოებით. მცირედით ჩამორჩება ლიდერს, თუმცა ბევრად უსწრებს დანარჩენ რეგიონებს.

პირველ ადგილზეა კვერცხის წარმოებით და თითქმის ორჯერ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ რეგიონს და რამდენჯერმე მეტს აწარმოებს, ვიდრე სხვა რეგიონები.

ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა კარტოფილის წარმოებაში.

მეორე ადგილზეა ლობიოს წარმოებაში.

მთელი საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზეა ბოსტნეულის წარმოებაში.