რუსეთში გარდაცვლილი ქალი ხელისუფლებამ არ შეიყვანა კორონავირუსის მსხვერპლთა სიაში

რუსეთის კორონავირუსთან გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულმა შტაბმა მოსკოველი ინფიცირებული ქალი, რომელიც ხუთშაბათს გარდაიცვალა, არ შეიყვანა დაავადებით გარდაცვლილთა სტატისტიკაში. რუსეთში არ არის რეგისტრირებული ლეტალური შემთხვევები, განაცხადა შტაბმა ხუთშაბათს. ექიმებმა ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაასახელეს თრომბოზი.

19 მარტისთვის რუსეთში კორონავირუსით დაავადებულად ითვლება 199 ადამიანი. 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.