ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაუფასურების ტენდენციას ლარი დოლარსა და სხვა არაერთ ვალუტასთან აგრძელებს. ბოლო ერთ დღეში ლარო დოლართან თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის კურსი ეროვნულმა ბანკმა დაადგინა.
6 მარტიდან დღემდე ლარი დოლართან 40 თეთრით გაუფასურდა, ამდენივე ერთეულით გაუფასურდა ლარი ევროსთან. 19 მარტიდან კი შემდეგი გაცვლითი კურსი იქნება:
- 1 დოლარი — 3,1804 ლარი;
- 1 ევრო — 3,4997 ლარი.
ხვალ, 19 მარტს, ეროვნული ბანკი 40 მლნ დოლარის გაყიდვას გეგმავს.