ლარი დოლართან 7 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 18 მარტიდან, 1 დოლარის ღირებულება 3,0807 ლარი იქნება.
ლარი დოლარის გარდა, ევროსა და 30-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა. ევროსთან 2,9 თეთრით გაუფასურების შემდეგ, 1 ევრო 3,3974 ლარი ეღირება.
ლარის გაუფასურება უკვე ასახულია ორი უმსხვილესი ბანკის ტაბლოებზეც. თიბისი ბანკში 1 დოლარი 3,21 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში კი - 3,2 ლარი.