რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკამათო ცვლილებები

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც, სხვა გარემოებებთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კიდევ 16 წლით მისცემს ძალაუფლებაში დარჩენის საშუალებას მას შემდეგ, რაც 2024 წელს ამოიწურება მისი მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა.

სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე, ამ საკამათო ცვლილებებს რუსეთის ყველა რეგიონის პარლამენტები მიემხრნენ.

ცვლილებები პუტინის წინა საპრეზიდენტო ვადას ანულებს, კონსტიტუციაში სხვა რადიკალური ცვლილებების გამო - რასაც რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ცვლილებებს აპრილში მოქალაქეებს წარუდგენენ კენჭისყრაზე.

იანვარში პუტინი გამოვიდა რუსეთის პოლიტიკური და საკონსტიტუციო სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილების წინადადებით, რომელსაც კრემლი აღწერდა ძალაუფლების გადაწილებად პრეზიდენტისგან პარლამენტზე. თუმცა წინა კვირაში პუტინმა, რომელიც ორი ათწლეულია რუსეთის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზეა, მხარი დაუჭირა ახალ შესწორებას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, უგულებელყოს კონსტიტუციაში ამჟამად გათვალისწინებული აკრძალვა 2024 წელს მისი მხრიდან პრეზიდენტად კენჭისყრაზე.