პაატა იმნაძე: მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გაიზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ შესაძლოა მთავრობას ხალხმრავალი თავყრილობების აკრძალვა მოუწიოს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

მისი თქმით, მსგავსი შეზღუდვები შეიძლება შეეხოს ქორწილებისა და დაკრძალვის ცერემონიებს.

"დადგება მომენტი, როცა ეს შეიძლება, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ ამისთვის წინასწარ შემზადებულები უნდა ვიყოთ... ჩვენ არ გვინდა იმ მდგომარეობამდე მივიდეთ, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები", - თქვა იმნაძემ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.