ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები შეიძლება ერთი ან ორი წლით გადაიდოს

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები შეიძლება ერთი ან ორი წლით გადაიდოს, თუკი მისი ჩატარება წელს ვერ მოხერხდება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო. ამის შესახებ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის წარმომადგენელმა განუცხადა Wall Street Journal-ს. მისი თქმით, თამაშების გაუქმების ან მაყურებლების გარეშე ჩატარების შემთხვევაში ფინანსური ზარალი ძალზე დიდი იქნებოდა. იაპონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ ფიქრობს ოლიმპიური თამაშების შესაძლო გაუქმების შესახებ.