კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა. საბჭოს გადაწყვეტილება დღეს, 11 მარტს გახდა ცნობილი.
ამავე საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება პირველ აპრილამდე გადაიდო.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 23 შემთხვევა ფიქსირდება.