კასპის მერი გადადგა

მანუჩარ მერებაშვილი

მანუჩარ მერებაშვილმა კასპის მერის თანამდებობა დატოვა. მერებაშვილი თანამშრომლებს დღეს დილით დაემშვიდობა და მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლა დაასახელა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კასპის საკრებულოში დაუდასტურეს.

მანუჩარ მერებაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წელს აირჩიეს. არსებული ინფორმაციით, მას უთანხმოება ჰქონდა შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან.