საქართველოში 12-მდე გაიზარდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) დადასტურებული შემთხვევები. მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ვებსაიტზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 140 ადამიანი, 42 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.
ვებგვერდი თავს უყრის სახელმწიფოს მიერ გატარებული ყველა ღონისძიებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, Stopcov.ge-ზე შეხვდებით ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებული ან გარდაცვლილი ადამიანების შესახებ და პასუხებს აქტუალურ კითხვებზე.