ამირან გამყრელიძე: რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერ გავცემთ

საპატრიარქოსთან ხშირი კონტაქტი გვაქვს და ვაწვდით რეკომენდაციებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით, - უთხრა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი ცნობით, რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა თბილისსა და საქართველოს სხვა ეპარქიებში. მან თქვა, რომ ამ შეხვედრებზე ლაპარაკი იყო ზოგად რეკომენდაციებზე ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით. ხოლო, რაც შეეხება შეკითხვებს ზიარების საერთო კოვზით მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერ გასცემს.