პროკურორი მიხეილ კალანდიას შესახებ
Your browser doesn’t support HTML5
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები... შესაბამისად, მ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, ჩადენილს ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ“ - განაცხადა საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ, 25 თებერვალს გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. 25 თებერვალს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი 15-წლიან საპატიმრო სასჯელს გულისხმობდა, თუმცა - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე ვადა ¼-ით შემცირდა და საბოლოო სასჯელად განისაზღვრა პატიმრობა 11 წლითა და 3 თვით.