„ხორავას ქუჩის საქმე“: მიხეილ კალანდიას მიესაჯა პატიმრობა 11 წლითა და 3 თვით

Your browser doesn’t support HTML5

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. 25 თებერვალს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი 15-წლიან საპატიმრო სასჯელს გულისხმობდა, თუმცა - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე ვადა ¼-ით შემცირდა და საბოლოო სასჯელად განისაზღვრა პატიმრობა 11 წლითა და 3 თვით.