ირაკლი შოთაძეს "ივანიშვილის მონა" უწოდეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა
Your browser doesn’t support HTML5
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 17 თებერვალს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა იმართება.
„აი, ამის მონა ხართ თქვენ“ - მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს და მიუთითა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიან ნიღაბზე.