„ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, მათ აქვთ ძალიან დაბალი რეიტინგი (თითქმის არ გააჩნიათ), ისინი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ - იქნება ეს ბრიუსელი, იქნება ეს სტრასბურგი თუ იქნება ეს ვაშინგტონი. ეს არის ურეიტინგო ოპოზიციური ჯგუფების მცდელობა... შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი პარტნიორები. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შემდგომ იმისთვის, რომ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ... მართალია, ოპოზიცია მოწადინებულია და მონდომებულია, რომ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესის გამო წავიდეს იმაზე, რომ სახელმწიფოს იმიჯს საფრთხე შეუქმნას... თუმცა ჩვენ მათ, რა თქმა უნდა ამის საშუალებას არ მივცემთ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს“ - უთხრა 14 თებერვალს ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით.
ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციურ ჯგუფებს შეცდომაში შეჰყავთ ჩვენი პარტნიორები
Your browser doesn’t support HTML5
ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, მათ აქვთ ძალიან დაბალი რეიტინგი (თითქმის არ გააჩნიათ), ისინი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ - იქნება ეს ბრიუსელი, იქნება ეს სტრასბურგი თუ იქნება ეს ვაშინგტონი.