10 წლის წინ, 2010 წლის 12 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. საწვრთნელი დაშვებისას 144,3 კმ/სთ მოძრავი მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და ბეტონის კონსტრუქციას შეასკდა. ბაკურიანში, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი გაიზარდა, ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ვანკუვერსა და ბაკურიანს შორის კავშირზე ხუთი ოლიმპიური ბეჭედი მეტყველებს, ეკლესიის ეზოში დაკრძალული სპორტსმენის საფლავზე რომაა გამოსახული. ქუჩა, სადაც ნოდარი ცხოვრობდა ახლა მისი სახელობისაა. მაგრამ მისი ოჯახი დღემდე ელის დაპირებული საციგაო ტრასის მშენებლობას, რომელიც ჯერაც არ დაწყებულა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი: 10 წელი ოლიმპიური ტრაგედიიდან
Your browser doesn’t support HTML5
10 წლის წინ, 2010 წლის 12 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. საწვრთნელი დაშვებისას 144,3 კმ/სთ მოძრავი მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და ბეტონის კონსტრუქციას შეასკდა.