ეს სამხედროები (ქვემოთ) 13 000 ამერიკელთან ერთად გაგზავნეს რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში და აღმოსავლეთ ციმბირში 1918 წელს, რათა ებრძოლათ რუსებთან ერთად და მათ წინააღმდეგ, ისტორიის ყველაზე უცნაურ კონფლიქეტბში.
აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფი (მარცხნივ) აღლუმს აწყობს მოკავშირე რუსეთის თეთრი არმიის მებრძოლების წინ.
ამერიკელი ჯარისკაცი მარაგებს ტვირთავს რუსეთში გასაგზავნ გემზე 1918 წელს.
მას შემდეგ, რაც 1917 წელს რევოლუციონერმა ვლადიმირ ლენინმა და ბოლშევიკებმა რუსეთში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში - დაპირებით “მშვიდობა, პური და მიწა” - ქვეყანა ფორმალურად ჩამოშორდა პირველ მსოფლიო ომს. როგორც კი რუსული იარაღი ჩაწყნარდა, გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა აღმოსავლეთის ფრონტიდან ასობით ათასი ჯარისკაცი გადაიყვანეს საფრანგეთსა და ბელგიაში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ლოიდ ჯორჯმა განცხადა, რომ შეტევა “კატასტროფა” იქნებოდა მოკავშირეებისთვის. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განიზრახეს “საბრძოლო ფრონტის აღდგენა აღმოსავლეთში”, რევოლუციურ რუსეთში ჩარჩენილ ჩეხოსლოვაკ ჯარისკაცებთან შესაძლო თანამშრომლობით, და რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის დამხობა.
ამავდროულად, რუსეთში აშშ-დან გაგზავნილი მილიონობით დოლარის ღირებულების სამხედრო მასალები გამოუყენებლად დევს და არსებობს რისკი, რომ მათ ხელში ჩაიგდებენ გერმანელები.
1918 წელს, აშშ-ის პრეზიდენტი ვუდრო უილსონი, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ზეწოლის შედეგად, დათანხმდა ჯარის, როგორც საექსპედიციო ჯგუფის ნაწილის გაგზავნას რუსეთში. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო “სისხლის ოფლის სდიოდა”.
ამერიკელი სამხედროები რუსეთის არხანგელსკის ოლქში ჩადიან 1918 წლის სექტემბერში. მათი გემი კამუფლირებული იყო, რათა მტრულ წყალქვეშა ნავებს მისი მიმართულებისა და სიჩქარის დადგენა გასჭირვებოდათ.
უილსონის გაცხადებული მიზანი იყო სამხედრო მასალების დაცვა და ჩარჩენილი ჩეხოსლოვაკი დანაყოფების დახმარება, რომელთაც მზარდი საფრთხე ემუქრებოდათ რუსეთში რევოლუციის შემდეგ დაწყებული სამოქალაქო ომის გამო.
მოკავშირეთა სამხედრო ბანაკი მურმანსკის პორტის ფონზე.
ამერიკელი ჯარისკაცები რუსულ ბაზარში.
ჩრდილოეთ რუსეთში გაგზავნილი სამხედროების უმეტესობა მიჩიგანიდან იყვნენ. ამერიკის სამხედრო მეთაურებმა ჩათვალეს, რომ მიჩიგანელები უკეთესად გაართმევდნენ თავს რუსეთის მკაცრ ამინდს, ვიდრე სამხედროები უფრო თბილი შტატებიდან.
ამერიკელი ჯარისკაცი თვალს ადევნებს რუსულ ტყეს.
უილსონს არ სურდა ჩართულიყო ბოლშევიკურ მილიციასა და რუსეთის თეთრი არმიას შორის მიმდინარე სამოქალაქო ომში. მიუხედავად ამისა, აშშ-ის დანაყოფები თითქმის უმალვე ჩაითრიეს ბრძოლაში ბრიტანელმა ოფიცრებმა, რომლებიც მათ მეთაურობდნენ.
ამერიკული საგუშაგოზე გვიან ღამის რეიდის მცდელობის შემდეგ ბოლშევიკი მოკლეს.
მასალების დასაცავადაც რუსეთში გაგზავნილ ამერიკელ ჯარისკაცებს მათი უმეტესობა გაძარცვული დახვდათ. ეს მოკლული ბოლშევიკი მებრძოლი აღჭურვილი იყო თანამედროვე ამერიკული იარაღითა და უხვი ტყვია-წამლით.
ამერიკელ სამხედროს, რომლის კუბოს დროშა აქვს შემოხვეული, კრძალავენ რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში.
ამერიკელები თოვლის კამუფლაჟში, რომელიც ერთმა ჯარისკაცმა კუ კლუქს კლანის ფორმას შეადარა.
ამერიკელი კაპიტანი აღმართავს ბოლშევიკი მებრძოლის კუთვნილ მახვილს.
ახალგაზრდა ბოლშევიკი მებრძოლი მოკლეს, როცა ის აშშ-ს პოზიციებისთვის გვერდის ავლას ცდილობდა.
ამერიკელი სამხედროები და მათი მოკავშირეები ჩრდილოეთ რუსეთში, 1918 წლის ნოემბერი.
ამერიკელები იბრძოდნენ ბრიტანული სარდლობის ქვეშ, როგორც მულტინაციონალური საექსპედიციო ძალის ნაწილი.
ფრანგი ჯარისკაცები რუსეთში გაგზავნეს პირველი მსოფლიო ომის დასავლეთ ფრონტზე რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.
ფრანგი მებრძოლები.
ერთი ამერიკელი სამხედრო მოგონებით, “სასიამოვნო გრძნობა იყო ვერდენის ვეტერანების გვერდით ყოფნა.”
კიდევ ერთი ამერიკელი ნაკლებად აღფრთოვანებული იყო კანადელი თანამებრძოლებით, მისი თქმით, ბოლშევიკების გვამებს შორის მხიარულად დადიოდნენ, როგორც სკოლის მოსწავლეები არდადეგებზე.
დატყვევებული ბოლშევიკები.
ზოგი კომუნისტი მებრძოლი ველურად იძიებდა შურს დატყვევებულ ამერიკელებზე. ერთ-ერთი ამერიკელი სამხედროს თქმით, რომელიც ტყეში დაპირისპირებას გადაურჩა, ბოლშევიკები დაჭრილებს ასაჭურისებდნენ.
ამერიკული კონტიგენტი, ასევე, იბრძოდა რუსების გვერდით, რომლებიც ბოლშევიკებს ეწინააღმდეგებოდნენ. მაგალითად ეს ჯგუფი ე.წ. თეთრი მოძრაობის ნაწილი იყო.
ამერიკელი სამხედრო გასცქერის ბოლშევიკების დაკავებულ სოფელ შენკურსკს. ამერიკული პოზიცია ბოლშევიკებმა ფოტოს გადაღებიდან ორი კვირის შემდეგ დაიკავეს.
ამერიკული პოსტი რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში.
1918 წლის ნოემბერში ამერიკულმა ძალებმა, რომლებსაც სოფელ ზემო ტუგლასიდან ესროლეს, სოფლის მცხოვრებლები გაიყვანეს და დასახლება გადაწვეს. ამერიკელმა სერჟანტმა მოგვიანებით დაწერა, “გული მტკიოდა, როცა ქალები დაჩოქილნი ხელზე მკოცნიდნენ და მთხოვდნენ არ გამეკეთებინა ეს… მაგრამ ბრძანება ბრძანებაა.”
ბოლშევიკ პატიმრებს ამერიკელი ჯარისკაცი ბრინჯს აჭმევს. 1919 წლის იანვარი.
შიმშილით დაქანცული რუსი გლეხი არხანგელსკში აშშ-ის შტაბის კიბეებზე ისვენებს.
რუსი კაცი ბაზარში რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში.
ერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ადგილობრივები ასე დაახასიათა: “საკმაოდ სტუმართმოყვარე და ძალიან გულწრფელი ხალხი - წვრილმანი ქურდობა არ ხდება, თუმცა ჭიქა რომისთვის სულს გაყიდიან.”
ადგილობრივები რიგში დგანან ამერიკული წითელი ჯვრის დახმარებისთვის.
მაღაზია, რომელიც არხანგელსკში ბეწვეულს ყიდდა უცხოელ სამხედროებს შორის პოპულარობით სარგებლობდა.
ამერიკელი ჩრდილოეთის ირმების “ტაქსიში”.
ამერიკელი სამხედრო ინჟინრები რუსეთში მდებარე საველე ბანაკში.
1919 წელს, პირველი მსოფლიო ომი დასრულდა და ბოლშევიკური წითელი არმია მრისხანე საბრძოლო ძალად ყალიბდებოდა.
ახალი ამერიკული საფლავები რუსეთში.
1919 წელს, ამერიკელმა მეთაურმა თავის ზემდგომებს უთხრა: “ნებისმიერი დანაყოფის მორალი დიდწილად დამოკიდებულია რიგითებზე, რომელთაც იციან, რისთვის იბრძვიან… მათ გაიარეს გაჭირვება და წარმატება, მაგრამ მალე დაიწყებენ ერთმანეთში საუბარს, ‘რატომ ვართ აქ?’ წესით, მე უნდა ვუპასუხო ამ კითხვას, მაგრამ არ შემიძლია.”
მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების ოფიცრები არხანგელსკში, 1919 წელს.
მარცვლეულის სათავსო, რომელსაც ბოლშევიკებმა ცეცხლი წაუკიდეს.
1919 წლის ივნისში, აშშ-ის ქვედანაყოფებმა უკან დაიხიეს არხანგელსკის ჩრდილოეთით ამ დასახლებაში, ევაკუაციის მოლოდინში.
რუსეთის უკაცრიელ ნაწილში გატარებული საზარელი თვეების შემდეგ, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი გააკვირვა “ცივილიზირებული გოგოების ნახვამ”, რომელთაც “ჩვეულებრივი კაბები ეცვათ.”
ამერიკელი სამხედროების გამოსამშვიდობებელი ცეკვა არხანგელსკში.
ერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა თქვა, რომ რუსი გოგოები “ისევე ცეკვავენ, როგორც ჩვენ ვცეკვავთ სახლში,” მაგრამ ისინი “კატეგორიულ უარს ამბობდნენ მთვრალ კაცებთან ცეკვაზე.”
რუსი “ომის პატარძლები”, რომლებიც მალე სამშობლოს დატოვებენ და აშშ-ში გაემგზავრებიან თავიანთ ჯარისკაც ქმრებთან ერთად.
ამერიკელი სამხედროები ელოდებიან გემებს, რომლებმაც ისინი სამშობლოში უნდა დააბრუნოს. 1919 წლის ზაფხული.
ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ლენინმა თავი შეიკავა საბოლოო, სისხლიანი თავდასხმისგან, რადგან ეს რუსეთის ახალი ხელისუფლების რეპუტაციას დააზიანებდა.
ამერიკელი სამხედროები რუსეთის დატოვებამდე მოწმდებიან. 1919 წლის ივნისი.
1919 წლის სექტემბრისთვის ყველა ამერიკელმა დატოვა რუსეთი. არქტიკის კამპანიის დროს დაიღუპა 210-დან 244-მდე ამერიკელი ჯარისკაცი, ბევრი მათგანი ავადმყოფობით.
ამერიკელი სამხედროების მარში ხაბაროვსკში.
ამერიკული კონტიგენტის მისია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში -- ნაწილობრივ საბრძოლო მასალებისა და ტრანს-ციმბირული რკინიგზის დაცვა -- კიდევ უფრო ბუნდოვანი იყო, ვიდრე მათი თანამემამულეებისა შორეულ ჩრდილოეთში. ისინი რუსეთიდან 1920 წლის აპრილში გაიყვანეს. ციმბირის ექსპედიციის დროს 200-მდე ამერიკელი დაიღუპა.
ლეიტენანტმა დაწერა: “როცა უკანასკნელმა ბატალიონმა დატოვა არხანგელსკი, არც ერთმა ჯარისკაცმა, არა, დაახლოებითაც კი, რატომ იბრძოდა ან რატომ ბრუნდებოდა სამშობლოში ახლა, და რატომ დატოვეს სხვა სამხედროები რუსეთში -- უამრავი მათგანი ხის ჯვრების ქვეშ.