ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით საქართველოს მოქალაქე ქალი მოათავეს.
როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირების განყოფილების უფროსმა მარინე ენდელაძემ უთხრა, ქალი მცირეწოლოვან ბავშვთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეიყვანეს კლინიკაში.
მარინე ენდელაძის ინფორმაციით საქართველოს მოქალაქე ქალი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩინეთის ქალაქ უჰანში იმყოფებოდა. მან უჰანი 17 იანვარს დატოვა და ტაილანდში გაემგზავრა. ის თბილისში დღეს დუბაიდან ჩამოფრინდა. საქართველოს მოქალაქეს აეროპორტში შემოწმებისას ტემპერატურა აღმოაჩნდა.
მარინე ენდელაძის თქმით, ბავშვს ტემპერატურა არ აქვს.
ამჟამად პაციენტებს საჭირო გაკვლევები უტარდებათ, ანალიზიების პასუხი კილაბორატორიული კვლევის შემდეგ იქნება ცნობილი.
ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ჩინეთის 9 მოქალაქე მოათავსეს, რომლებიც საქართველოში აზერბაიჯანიდან 21 იანვარს შემოვიდნენ. ისინი გუდაურში იმყოფებოდნენ. 9 მათგანიდან 2 მცირეწლოვან ბავშვს მომატებული ტემპერატურა აქვს. მათ წინასწარი ინფორამციით A ტიპის ვირუსი გამოუვლინდათ.
ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა ასევე საქართველოს ერთმა მოქალაქემ.
24 წლის მამაკაცი ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა საქართველოში და მომატებული ტემპერატურის გამო სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხა.
მას გირპის ვირუსი არ გამოუვლინდა და გრძელდება გამოკვლევა სხვა ვირუსებზე. მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
30 იანვრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 7 711 შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო ერთი დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა 1 737-ით. გარდაცვლილია 170 ადამიანი. 31 დეკემბრიდან დღემდე, დაავადების ექსპორტი მოხდა 11 ქვეყანაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.