სალომე ზურაბიშვილის დაპირება რუსეთის დელეგაციას
Your browser doesn’t support HTML5
28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვა რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმაც. მან სერგეი გავრილოვის საქართველოდან გაძევების ხმაურიანი ფაქტი გაიხსენა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თბილისში დაგეგმილი სესიაც ახსენა და ზურაბიშვილის მიმართ შეკითხვა რიტორიკულად ჩამოაყალიბა - „არ გეჩვენებათ, რომ თქვენი ქვეყანა სახიფათო გახდა?!“ პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთის დელეგაციას საქართველოში შემოსვლის პრობლემები არ შეექმნება მაისში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, რადგან საქართველო გვერდს აუვლის კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.