მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე“
Your browser doesn’t support HTML5
„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს პროცედურები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა 9 იანვარს გამართულ ბრიფინგზე. მისი განმარტებით, კონსორციუმმა ვერ შეასრულა 2016 წლის 3 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და თავი ვერ გაართვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.