დეპუტატი კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს.

კანცლერის არჩევნებში აკადემიური საბჭოს 35-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა და კარლო კოპალიანს 34-მა დაუჭირა მხარი.

კარლო კოპალიანი ამბობს, რომ პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას გეგმავს, რადგან უნივერსიტეტის კანცლერობა დეპუტატობასთან შეუთავსებელია.