ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა გადაიდო ჭყლეტისა და მსხვერპლის გამო

აშშ-ის საავიაციო დარყმის შედეგად 3 იანვარს მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა გადაიდო მას შემდეგ, რაც ირანის ქალაქ ქერმანში, დაკრძალვისას მომხდარ ჭყლეტაში 40 ადამიანი დაიღუპა, 48 დაშავდა. ამის ირანის სახელმწიფო ტელევიზია და ასევე ირანის ნახევრადოფიციალური სააგენტო ISNA იტყობინებიან.

უცნობია, თუ რამ გამოიწვია ჭყლეტა და როდის მოხდება ყასემ სოლეიმანი დაკრძალვა.

7 იანვარს, ქალაქ ქერმანაში, სამგლოვიარო პროცესიის დაწყების წინ,ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალი გენერალ-მაიორი ჰოსეინ სალამიდაიმუქრა, რომ „ცეცხლს მისცემს“ დაუკონკრეტებელ ადგილებს, რომლებსაც აშშ უჭერს მხარს.

ირანის გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს იქნა მოკლული ბაღდადში აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად. ვაშინგტონი სოლეიმანის „ნომერ პირველ ტერორისტს“ უწოდებს და პასუხისმგებლად მიიჩნევს ასობით ამერიკელი სამხედროს სიკვდილისთვის. დღეს ირანის პარლამენტმა აშშ-ის არმია და პენტაგონი ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.