ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა, ხიფათი შეექმნათ საზღვარგარეთ მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, - ნათქვამია, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საელჩოს ცნობით, სიფრთხილის მიზნით, მიღებულია უსაფრთხოების დამატებითი ზომები.
„საელჩომ სიფრთხილისთვის მიიღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები. აშშ-ის მთავრობის პერსონალს დაევალა პირადი უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ზომების მიღება. საელჩო გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციით უზრუნველყოფს მოქალაქეებს“, - ნათქვამია განცხადებაში.