ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე
Your browser doesn’t support HTML5
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, კმაყოფილება არ გამოუწვევია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეკანოზ გიორგი მამალაძის არშეწყალების თაობაზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მისაღები, სასურველი იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი. თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე ეს პერფორმანსი დამთავრდებოდა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ 6 იანვარს გამართულ ბრიფინგზე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გაიზიარა სინოდის შუამდგომლობა დეკანოზ მამალაძის გათავისუფლების თაობაზე. 6 იანვარს პრეზიდენტმა გამოაცხადა, საშობაოდ შეწყალებულ 5 პირს შორის არ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე.