ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები გიორგი გახარიას შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაპატიმრებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა.

„შევხვდით და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმების შესახებ. მათი თქმით, პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გააძლიერებენ ქმედებებს, რადგან ჩვენი ერთადერთი ბერკეტი არის საერთაშორისო ზეწოლა. შედეგიდან გამომდინარე შემდგომ უკვე ვიმსჯელოთ რამდენად სწორი ან არასწორი ნაბიჯები გადაიდგა.

ამ განაჩენს არავინ ელოდა. ძალიან იმედიანად ვიყაავით დღევანდელი დღის მიმართ და ნამდვილად არ გვეგონა, რომ უმკაცრეს სასჯელს მიუსჯიდნენ“, - თქვა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილსი შვილმა თათა გაფრინდაშვილმა.

ექიმის ოჯახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრის თხოვნით 13 და 20 დეკემბერს მიმართა.

ვაჟა გაფრინდაშვილს „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.