გიგა ბოკერია გამოკითხვის შემდეგ
Your browser doesn’t support HTML5
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 16 დეკემბერს, გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, ძველ საქმეზე მისი დაბარება ბიძინა ივანიშვილის გეგმის შემადგენელი ნაწილია. „მე ვერ ავხსნი ვერანაირად საჭიროებას, ეს უნდა ახსნან მათ. მთავარი „გარემოება“, რაც შეიცვალა, არის, რომ მაშინ ჩათვალეს, რომ სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე უფრო მნიშვნელოვანი, საჭირო იყო ფოკუსირება, ახლა არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი კლოუნების, ამიტომ უფრო ფართოდ გაშალეს ფრთები. ვერაფერი მოვისმინე, რაც ახსნიდა, ხუთი წლის თავზე რატომ გაახსენდათ ეს საქმე. სხდომაზე არაფერი ისეთი არ მომისმენია, რის გამოც შოკირებული ვარ“, - განაცხადა ბოკერიამ. მან ჩვენება მისცა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. სისხლის სამართლის საქმე 2010-2013 წლებში უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გიგა ბოკერიას საქმიანობას უკავშირდება. საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“.