ჟურნალისტის სხდომიდან გაძევების ფაქტზე შსს-მ საქმე აღძრა

შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 154 - მუხლით საქმე აღძრა, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. საქმე ეხება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან "ტაბულას" ჟურნალისტის თიკო ერაძის ზალით გაყვანას.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით: "კანონდარღვევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-140 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე."

დღეს, 12 დეკემბერს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ. ჟურნალისტები აშუქებდნენ იმ დაძაბულ ვითარებას, რომელიც დეპუტატებს შორის შელაპარაკებას მოჰყვა, მედიის წარმომადგენლების ნაწილი კი ძალის გამოყენებით გამოაძევეს დარბაზიდან.