პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა.

1. თამარ ალანია - არცერთი მომხრე, 6 წინააღმდეგი

2. მერაბ გაბინაშვილი - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი

3. შოთა გეწაძე - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი

4. მირანდა ერემაძე - 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი

5. მამუკა ვასაძე- 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი

6. მაია ვაჩაძე- 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი

7. თამარ ზამბახიძე- 89 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი

8. შალვა თადუმაძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი

9. ვლადიმერ კაკაბაძე - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი

10. ლევან მიქაბერიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი

11. გიორგი მიქაუტაძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი

12. პაატა სილაგაძე - არცერთი მომხრე, 3 წინააღმდეგი

13. ნუგზარ სხირტლაძე - 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი

14. ლალი ფაფიაშვილი- 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი

15. ნინო ქადაგიძე- 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი

16. ლაშა ქოჩიაშვილი- 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი

17. ქეთევან ცინცაძე- 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი

18. ალექსანდრე წულაძე- 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი

19. გოჩა ჯეირანაშვილი- 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი

კენჭისყრის შედეგად პარლამენტმა სულ 19 კანდიდატურიდან 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა. მათგან 12 ახალი კანდიდატურაა, 2 კი ნუგზარ სხირტლაძე და მაია ვაჩაძე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები არიან.

პარლამენტში ამ წუთებში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესვენების დასრულების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება.