პარლამენტში სითხის დაღვრაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დაღვრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო სსკ 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - განაცხადეს შსს-ში.

ამჟამად პარლამენტის სხდომათა დარბაზში შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მათ უნდა შეისწავლონ დაღვრილი სითხის შემადგენლობა.

პარლამენტის პლენარული სხდომა დაახლოებით 13:15 საათისთვის შეწყდა დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ: ​„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება რა თქმა უნდა, უმკაცრესი რეაგირება".

მოგვიანებით მოძრაობა "სირცხვილია"-მ განაცხადა, რომ "პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს".

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგშია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი კანდიდატების კენჭისყრა, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.