ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი ეყოლება

34 წლის სანა მარინი მსოფლიოში ყველა ახალგაზრდა მოქმედი პრემიერ-მინისტრი იქნება.

მისი კანდიდატურა მიიღო მმართველი კოალიციის მთავარმა, სოციალ- დემოკრატიულმა პარტიამ.

მარინი იქნება ფინეთის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური. მას ადრე ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

მარინი ერთი წლით უმცროსია უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსეი გონჩარუკსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინზე.

გასულ კვირაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტი რინე გადადგა ფოსტის მოხელეები გაფიცვის თაობაზე კაბინეტში აზრთა სხვადასხვაობის გამო.

ფინეთის მემარცხენე-ცენტრისტულ მმართველ კოალიციაში შედის ხუთი პარტია. მათ ყველას ქალები თავმჯდომარეობენ და მემარცხენე პარტიის და ცენტრის პარტიის თავმჯდომარეები, მარინიზე უმცროსები, 32-32 წლისა არიან.