ეკა ბესელიამ საზოგადოება პარლამენტის შენობასთან დაიბარა
Your browser doesn’t support HTML5
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს დამოუკიდებელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია. ის ხალხს 11 დეკემბრისთვის იხმობდა. თუმცა 9 დეკემბერს, დღის ბოლოს გაირკვა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა არა 11 დეკემბერს, არამედ 12 დეკემბერს გაიმართება. ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ბესელიამ თქვა, რომ მას ხალხისთვის მსგავსი მოწოდებით არასოდეს მიუმართავს, მაგრამ ახლა ეს გარდაუვალია, რადგან საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის ხვალინდელი დღე.