ბათუ ქუთელია ნატოს ლონდონის სამიტის შესახებ
Your browser doesn’t support HTML5
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია ნატოს ლონდონის სამიტს ეხმაურება და რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს:
„მთავარი პრობლემა არის, ნატოს მიერ უკვე დაწყებული რუსეთის საფრთხის შეკავების კვალდაკვალ, საქართველო რა როლს შესთავაზებს თავის მხრივ ამ ახალ ევროპულ არქიტექტურაში და აქ, სამწუხაროდ, ძალიან სიმპტომატური იყო ნატოს ყოფილი ევროპული სარდლობის მეთაურის, ბენ ჰოჯესის განცხადება, როცა თქვა, რომ ვერ ხედავს საქართველოს მთავრობიდან ენთუზიაზმს. ალბათ, ეს არის მთავარი პრობლემა და დიაგნოზი, რომ საქართველოზე არ არის საუბარი - შეიძლება, კომუნიკეში არა, რადგან ამ სამიტის ფორმატი სხვა იყო, მაგრამ რაღაც ცალკე განცხადება ყოველთვის კეთდება ხოლმე. საქართველოს აქვს უფლება მოითხოვოს, ბევრი რამის გამო“.