საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკართან საქართველოს მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული გენადი ბესტაევი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ბესტაევს თან 9 გრამი მარიხუანა ჰქონდა. ამის გამო, ცხინვალის მილიციამ მის მიმართ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაიწყო გამოძიება.
ე.წ. საზღვრის გადაკვეთისა და „ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის“ ბრალდებით გენადი ბესტაევს 2-თვიანი პატიმრობა 29 ნოემბერს შეუფარდეს. ის 21 ნოემბერს დააკავეს.
გენადი ბესტაევის სახლი ზარდიანთკარში საოკუპაციო ხაზთან დგას. მას ცოლ-შვილი ცხინვალში ჰყავს და ეს მისი პირველი დაკავება არ არის.