ფოტოგალერეა: შემოღობილი პარლამენტი
ინგოროყვას ქუჩაზე სახელდახელოდ აღმართულ რკინის ჭიშკარს პოლიცია გულმოდგინეთ კეტავს.
რკინის ჭიშკარს მხოლოდ პოლიციისთვის და სტრუქტურის თანამშრომლებისთვის აღებენ. ღობესთან მისულ მოქალაქეებს და ტურისტებს შემოვლით გზებზე უშვებენ.
ინგოროყვას ქუჩის ნაწილს, რომელიც რკინის კედლის მიღმა დარჩა, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი ალაგებს.
პენსიონერი ქალი პოლიციელს ეხვეწება კიდევ ერთი შემოვლითი გზით ნუ გაუშვებს: "ცუდად ვარ, ვეღარ დავდივარ, ჩიტაძეზე ვცხოვრობ. ძალიან გთხოვთ, გამომატარეთ". მოხუცის თხოვნამ არ გაჭრა.
რკინის ღობე ჩიტაძის ქუჩაზე.
მოქალაქეები ცდილობენ გაარკვიონ, რის საფუძველზე უზღუდავს პოლიცია მათ გადაადგილების უფლებას.
რკინის კედელთან მოქალაქეები სამახსოვრო სელფის იღებენ.
აქციის მონაწილე ლაშა ცუცქირიძე, ამჯერად შეძახილი "კააა" - ს გარეშე იღებს სელფის.
პოლიციის დანაყოფები ერთმანეთს ენაცვლებიან.
ზუბალაშვილების ქუჩაზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, კიდევ ერთი რკინის კედელია.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან დოლარის კუპიურები გამოფინეს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული.
გიორგი კაპანაძეს პოლიცია აკავებს. კიდევ რამდენიმე აქტივისტი გაარიდა პოლიციამ პარლამენტის შენობას.
ელენე ხოშტარია ქაღალდის თვითმფრინავს, წარწერით "მონა-სირცხვილია", მანქანაში უგდებს ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატს ელგუჯა გოცირიძეს.
რკინის კედლები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო აღმართული.
დეპუტატების დასააცაავად აღმართული რკინის კედლები დაახლოებით 15 საათისთვის დაშალეს.