სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებთან საპროტესტო აქცია დაშალა
Your browser doesn’t support HTML5
26 ნოემბრის დილის 5 საათისთვის, დემონსტრანტები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებს ბლოკავდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით აიძულა პარლამენტის წინ გადასულიყვნენ. პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების კარვები აღარ დგას. დემონსტრანტების რამდენიმე კარავი დგას პარლამენტის წინ ტროტუარზე. აქციის დაშლის დროს 3 ადამიანი დაშავდა, 28 დაკავებულია.