აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯონ სალივანი, რომელიც მოსკოვში აშშ-ის შემდეგ ელჩად არის დასახელებული, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა და განუცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება დამოკიდებულია მოსკოვის მხრიდან „ჩვენი დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებზე უარის თქმასა“ და უკრაინაში სამშვიდობო პირობების დაცვაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მორგან ორტეგასის განცხადებით, სალივანი ესაუბრა ლავროვს „დიდი ოცეულის“ შეხვედრის კულუარებში ნაგოიაში, იაპონიაში. განცხადების თანახმად, სალივანმა და ლავროვმა ისაუბრეს „ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე, როგორიცაა ჩრდილოეთი კორეა და სირია, ასევე თანამშრომლობაზე კონტრტერორიზში და სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე“.
სალივანმა განუცხადა ლავროვს, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება დამოკიდებულია „მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმების დაცვასა და „ჩვენი დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებზე უარის თქმაზე“.
უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან მთავრობის ჯარის ბრძოლების შედეგად 13 ათასი პირი დაიხოცა 2014 წლის შემდეგ. მინსკის შეთანხმებების შედეგად მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტამ საბრძოლო მოქმედები შეამცირა, მაგრამ სრულად მისი დაცვა არ ხდება. მინსკის შეთანხმებები დაიდო 2014 წლის სექტემბერსა და 2015 წლის თებერვალში გერმანიისა და საფრანგეთის ძალისხმევით.