ხატია დეკანოიძე საპროტესტო მუხტზე
Your browser doesn’t support HTML5
„თავისუფალი არჩევნისთვის ბრძოლა ამ უზურპაციის პირობებში, რასაკვირველია, რთულია. უნდა ვიყოთ პრინციპულები და ძალიან თანმიმდევრულები. უნდა გვქონდეს პროტესტის მუდმივი მუხტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა იგრძნოს მუდმივი დისკომფორტი საქართველოს მოქალაქეებისგან და მხოლოდ ასე შეიძლება მიზნის მიღწევა.