თბილისში დღეს საპროტესტო აქციის 37 მონაწილე დააკავეს
Your browser doesn’t support HTML5
პოლიციელებმა პარლამენტის ყველა პიკეტირებული გასასვლელი წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლეს მოქალაქეებისგან და საპროტესტო აქციის 37 მონაწილე დააკავეს. დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა დღის 3 საათის შემდეგ დაიწყო. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო წესის ცვლილებას და მაჟორიტარული წესიდან პროპორციულზე გადასვლას ისახავდა მიზნად. რუსთაველზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.