მეორე ღამე რუსთაველზე. ფოტოები

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირს გადაკეტილს ტოვებენ. ეს მეორე ღამეა რაც მათ კარვები შუა გამზირზე გაშალეს.

საპროტესტო აქციას „არ გაბედოთ ჩაგდება“ 20 ივნისის ღამით დაზარალებული მაკო გომური ისევ ესწრება.  

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალს ოპოზიციის მოთხოვნებს აცნობს. 

საპროტესტო აქციაზე მოხალისეებმა ცხელი ჩაი, ყავა და ორცხობილები  მიიტანეს.

15 ნოემბერს ქუჩაში ჯერ არ ყინავს, მაგრამ ხალხი მაინც  კოცონთან თბება.

აქციის მონაწილეებმა შეშა და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ხოლო კვირას მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება.

"არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ"- აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ღამეს კარვებში გაატარებენ. 

აქციის მონაწილეებისა და ოპოზციის მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნა.  

 აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ დღეს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

აქციის მიმდინარეობისას რამდენიმეჯერ დაიძაბა სიტუაცია.

რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და საპროტესტო აქციების ახალი ტალღა 14 ნოემბერს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. ცვლილებების დაპირების მიუხედავად,  "ქართული ოცნების"  საპარლამენტო უმრავლესობამ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.