ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა "საკრალური ხაზი" გადაკვეთა და ის აღარ უნდა იყოს პოლიტიკაში

Georgia -- Bidzina Ivanishvili Levan vasadze

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება, რადგან მან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენება დაუშვა.

„ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება, იყოს ამ ქვეყნის მმართველი. დარჩი ამ ქვეყანაში, აშენე კურორტები, მაგრამ, ბიძინა, შენ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება“, - ამ სიტყვებით ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 9 ნოემბერს ვერის ბაღში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

ამასთან, როგორც ვასაძე აცხადებს, ივანიშვილსა და მას შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა იგი ამ შეხვედრის შინაარსს არ აკონკრეტებს.

ვასაძე ასევე გამოეხმაურა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებისას 8 ნოემბერს კინოთეატრებში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ „ქართული მარშის“ წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს.

ვასაძემ გააკრიტიკა სამართალდამცველების მოქმედება 8 ნოემბერს და განაცხადა, რომ პოლიციამ ძალიან უხეში ძალა გამოიყენა. „გამოვიდა სპეცრაზმი, დაგვიშინეს ხელკეტები, იძალადეს ჩვენზე და ბრუტალური ძალით გადმოგვათრიეს აქეთ“, - თქვა ლევან ვასაძემ.